“საპატრიარქო არის უსამართლობის მხარეს” – პეტრე ცაავა
“საპატრიარქო არის უსამართლობის მხარეს”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგები საპატრიარქოს მხრიდან აუცილებლად უნდა დაიგმოს.
„დღეს, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარემ თავისი უღირსობითა და უპრინციპობით ქართველი ერი ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა და გახლეჩის პირას დააყენა, ეს ყოველივე კი საპატრიარტოს მხრიდან არ იგმობა, ეს ნიშნავს, რომ საპატრიარო არის უსამართლობის მხარეს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა არჩევნებს “მორიგი სპეცოპერაცია” უწოდა და თქვა, რომ ეს იყო უკიდურესად ანტიდემოკრატიული პროცესი.
„საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მორიგი სპეცოპერაცია იყო. ყველაფერი უკიდურესად დიდი შანტაჟისა და მოსყიდვების ფონზე ჩატარდა, ანუ – უკიდურესად ანტიდემოკრატიულად, რაც კი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩატარებულა. ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხმას ფეხქვეშ გათელავს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავარდეს და აორთქლდეს“, – თქვა პეტრე ცაავამ.