შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. უწყების ცნობით, დღეს თბილისში აქციებზე, ჯამში 9 პირია დაკავებული.