ნიკა მელია: შტაბებში ვემზადებით აქციისთვის და არა – არჩევნების მეორე ტურისთვის

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მელია განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა.

„როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებსა და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა. ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები