ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ICCA” 59-ე კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტაივანში გამართულ საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის „ICCA” 59-ე ონლაინ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ,,კვირას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა, 100 მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოდან კონგრესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან მოლაპარაკებები გამართეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გეგმების შემუშავებას და დარგის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანას.

საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია „ICCA” შეხვედრების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და საქართველო ყოველწლიურ კონგრესზე მესამედ არის წარმოდგენილი.

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მიზანია, საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 63 წევრი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანიების აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები