ირაკლი კობახიძე: იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ვინც პარლამენტში არ შევა, ლოგიკურია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა კარგი იქნება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა კარგი იქნება.
„პარტიების დაფინანსებაზე ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა და მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც არჩევნებსა და მიღებულ მანდატებს უკავშირდება. ეს არის, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ექცევა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ბუნებრივიცაა, ძალიან ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.