გუბაზ სანიკიძე: ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე

“მე უფრო მგონია, „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდურად და არა – პარტიებზე, რომ ვინმე შეათრიოს პარლამენტში”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ  „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„მე იმ გადაცემაში მოვაწერე ხელი და ვთქვი – ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!

ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არცერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში. ისე არ აღმოჩდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაც და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ.

მე უფრო მგონია, „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდურად და არა პარტიებზე, რომ ვინმე შეათრიოს პარლამენტში, მაგრამ მგონია, რომ არ გამოუვა იმიტომ, რომ ახლა ასე „შტრეიკბრეხერობა“ ნებისმიერი ადამიანისგან  იქნება ,,შტრეიკბრეხერობა,,  და ის თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები