ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე, 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ უკვე 45 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამური მაჩვენებელი 4426-მდეა გაზრდილი.
გუდაუთის საავადმყოფოში 124 ადამიანი იმყოფება, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის საავადმყოფოში 35 პაციენტი მკურნალობს.
“აითარა”-ს ჰოსპიტალში 65 ადამიანია მოთავსებული, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება სულ 2430-მა პირმა შეძლო.