მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები დღეიდან 22:00 საათამდე იმუშავებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები დღეიდან 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა,  ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები