საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად უხელმძღვანელა.
შესაბამისი ფოტომასალა მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო – პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებს; თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.