მამუკა ყუფარაძე: ჩემთვის მიუღებელია ამ და ასე წარმოდგენილი არგუმენტებით პარლამენტის ბოიკოტი, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩემს ხმას

“ჩემთვის მიუღებელია ამ და ასე წარმოდგემილი არგუმენტებით პარლამენტის ბოიკოტი, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩემს ხმას”, – ამის შესახებ ,,სტუდიო რეს” ხელმძღვანელი, მამუკა ყუფარაძე წერს.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამით საპარლამენტო ბრძოლაზე უარს იტყვიან.

“არჩევნებში ხმა მივეცი ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენელს. ოღონდ არა – ,,ნაციონალურ მოძრაობას”.

ახლა ეს პარტია და ეს კანდიდატი აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.

ჩემთვის მიუღებელია ამ და ასე წარმოდგემილი არგუმენტებით პარლამენტის ბოიკოტი.
არ მომწონს, რომ ჩვენ – ამომრჩევლებს არ გვეკითხებიან ამ გადაწყვეტილების თაობაზე.
თუ ისინი არ შევლენ პარლამენტში და ამით უარს იტყვიან საპარლამენტო ბრძოლაზე, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩემს ხმას. ამიტომ, მე ვაცხადებ: მე უარს ვამბობ ამ ოპოზიციური პარტიისა და ამ კანდიდატის მხარდაჭერაზე”, – წერს მამუკა ყუფარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები