მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაშია – კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

განათლების სამინისტროს ინფორმაცით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

“მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები