ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან სატელეფონო დიალოგი გამართა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა.
საუბრისას მათ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები და მისი გადაჭრის გზები, აგრეთვე, საომარ ზონაში შექმნილი ვითარება.
სატელეფონო საუბარი 2 ნოემბერს, ღამით შედგა.
შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ წყდება.