„ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

„ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს, შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არცერთ კითხვის ნიშანს არ გამოიწვევს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები