ამირან გამყრელიძე: პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა მნიშვნელოვანია

“შემოდგომის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო ყველა რეგიონში, მათ შორის, ჩვენთანაც. პროგნოზების მიხედვით კი კვლავ მზარდი დარჩება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“შემოდგომის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო ყველა რეგიონში, მათ შორის, ჩვენთანაც. პროგნოზების მიხედვით, კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ, პრევენციულ ღონისძიებების დაცვა მთავარია, ვატაროთ ყველგან პირბადე – დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, სწორედ პირბადე გახლავთ კორონავირუსული ინფექციის პრევენციის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. ასევე, მთავარია დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ყველა შეკრება უნდა იყოს მცირე რაოდენობით, 6-10 ადამიანი, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან. უმორჩილესად გთხოვთ, კორონავირუსი უკან არ იწევს, ისევ რჩება, გავიჭირვოთ დაახლოებით ერთ წელიწადს, სანამ იქნება ვაქცინა, წამალი, დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები