ნინო ბურჯანაძე – “თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ გადარჩეს, ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს”
“ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ქვეყანაში არასტაბილურობა იქნას არიდებული.
„ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა ქვეყანა იყოს და არჩევნების გზით იცვლებოდეს ხელისუფლება, არჩევნებმა აზრი არ უნდა დაკარგოს. ჩვენ თუ არჩევნებს ვაღიარებდით, ეს ნიშნავდა იმას, რომ მან აზრი დაკარგა და ოპოზიცური პარტიების ამომრჩევლები აღარ მოვიდოდნენ არჩევნებზე.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები მოვიპოვოთ. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ გადარჩეს და დაიცვას ქვეყანა არასტაბილურობისაგან, ეს უნდა გააკეთოს. თავის დროზე მე შევარდნაძესაც ვეხვეწებოდი, ხელახალი არჩევნები დაენიშნა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ