გიორგი ვაშაძე: ვერ ჩავაბარებ ამ ქვეყანას ვერავის, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო
„სტრატეგია აღმაშნებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გეგმებსა და პროტესტის გაგრძელებაზე საუბრობს.
ვაშაძის თქმით, არ აპირებს თვალების დახუჭვას და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს.
„ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, აბსოლუტური უმრავლესობა იხრება იქეთკენ, რომ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუმცა ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ყოველთვის ვთანხმდებით საერთო ოპოზიციურ ფორმატზე. რადიკალურად არავისგან არ გვსმენია, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ. ეს ის რეალობაა, რაც, სამწუხაროდ 1 წლის წინ გვქონდა, როცა „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, რომ ვიღაცასთან შეთანხმებებზე წავიდოდა, მაშინ ოპოზიციამ ერთიანობის შენარჩუნება შეძლო. ამიტომ, ვერ მივიღებ იმ სტატუს-ქვოს, რაც დღეს არის შენარჩუნებული. შავზე თეთრი ვთქვათ? ვერ დავხუჭავ თვალებს, ვერ ჩავაბარებ ამ ქვეყანას ვერავის, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა საპორტესტო აქცია პარლამენტის წინ გამართეს. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დღესაც, 19:00 საათზე შეკრებას აპირებენ.