“მეგობრებო, ახლა მთავარია, არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას აქციებისკენ მოუწოდებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებამ ხალხს სხვა გზა არ დაუტოვა და თავიანთ დადებულ ნაღმზე ახლა თვითონვე აფეთქდებიან.

„მეგობრებო, ახლა მთავარია, არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები. რატომ არის ეს აუცილებელი? ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას ყველაზე მეტად ეშინია ხალხის.

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან.
სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს ,,გაუპრავებს,, პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს.

ის, რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით, ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია, თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია, ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები’’, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები