მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, – ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.
კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. კოვიდ-19 დღეს პრემიერმინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები