ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
“ამ დესტრუქციულ პოლიტიკოსს, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე, დიდი გავლენა აქვს მიმდინარე პროცესებზე”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.
კობახიძის თქმით, მას მედია და დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.
„თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, მისი მედია და ფინანსური რესურსის გამო.
ამ დესტრუქციულ პოლიტიკოსს, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე, დღეს აქვს გარკვეული არეულობის შემოტანის რესურსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ