ხატია დეკანოიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია აქციებს განაგრძობს

ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის დღეს ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავს. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, “მოპარული არჩევნებია”.

დეკანოიძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია აქციებს არ შეწყვეტს.

„მოვიდა პოლიცია, გვქონდა ერთი კარავი და მითხრეს, რომ არ გაქვთ უფლება, კარავი გაშალო. ვერავითარი არგუმენტაცია ვერ წარმომიდგინეს. იცით, რომ მე კანონი ძალიან კარგად იცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე. ვისაც უნდა, დარჩება ჩემთან ერთად. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა მოპარული არჩევნების შემდეგ. პირადად, პარლამენტთან ღამით დარჩენას ვაპირებ. ძალიან გაბრაზებული ვარ. გაიტაცებენ კარავს? არაუშავს, კიბეებზე ვისხდებით, ეს არ არის პრობლემა. ყოვლად მიუღებელია, რასაც სამართალდამცველები აკეთებენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება არჩევნები მოპარო ადამიანებს და შემდეგ მათ სახეში შეხედო, გამორიცხულია!“, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები