“ეუთო/ოდირის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმაცია არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მათ წერტილი დაუსვეს ყოველგვარი სპეკულაციის სივრცეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არასწორი ოქმების გამოქვეყნებით, ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს ატყუებენ.
„სპეკულაციებს, რომელიც, თითქმის, ერთი დღეა გვესმის ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან შედეგებით, წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ, სადამკვირვებლო მისიებმა და მათმა განცხადებამ, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა ლეგიტიმური უფლება და თავისუფლება იქნა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მათ მიუთითეს გარკვეულ ხარვეზებზე. ასევე მათ მიუთითეს გარკვეულ პროგრესზე, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით იქნა მიღწეული. ლეგიტიმაცია არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მათ წერტილი დაუსვეს სივრცეს ყოველგვარი სპეკულაციისა, სივრცეს, რომლის მიხედვითაც ისინი ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ისინი მთელი დღის განმავლობაში ავრცელებენ სოციალური ქსელით თუ მედიით, ავითარებენ ნარატივს, რომ გაყალბებულია ოქმები. უმრავლესობა მათგანს, თუ ყველას არა, ასეთ ოქმებს ახლავს დაზუსტების ე.წ. ოქმი. როცა შენ აქვეყნებ ოქმს, სადაც ამბობ, რომ ერთი მხრივ ბალანსთან დაკავშირებით არის პრობლემა და ასეთი ცალკეული შემთხვევები მართლაც არის, და არ აქვეყნებ, იმავე წყაროთი ადვილად მოსაძიებელ დაზუსტების ოქმს, ე.ი ნიშნავს, რომ საზოგადოებას ატყუებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე, არჩევნები