ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლინდა 73 ახალი შემთხვევა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში კიდევ 2 ლეტალური შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში, ე.წ.რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო რიცხვი 4233 შეადგენს.
გუდაუთის საავადმყოფოში 132 ადამიანი მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 27-ის საშუალო სიმძიმის არის.
“აითარ”-ის პანსიონატის ტერიტორიაზე გაშლილ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 60 პირი მკურნალობას, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.