ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჩერგოლეიშვილი, აღნიშნავს, რომ პარტიის შედეგებმა გული დასწყვიტა. ამავე პოსტში, ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს რომ გულშემატკივრებს არ დაივიწყებს.
„თბილისში მოვდივარ – ეს ხედი მაგრად მომენატრება. მწყინს ევროპული საქართველოს შედეგი, მაგრამ კანონზომიერი ახსნა აქვს ამ ყველაფერს და რისი ახსნაც შეგიძლია, ის შეიძლება იოლად შეცვალო. პარტიამ ეროვნულზე მაღალი შედეგი მიიღო ამ ოლქში. გიგამ – პარტიაზე მაღალი. მუშაობას აზრი აქვს. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი – ამ ოლქს ჩვენ არ შევეშვებით, არც იმ ადამიანებს დავივიწყებთ, ვინც მხარი დაგვიჭირა. დანარჩენი – ვნახოთ. მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში გვერდზე გვედგა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.