ირაკლი კობახიძე: მინდა ყველა ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

“თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველა ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო, განურჩევლად ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს მინდა გამოვუცხადო მადლობა. თითოეულ ადამიანს, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, აქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და მათ მადლობა. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. გაუმარჯოს საქართველოს, ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები