ირაკლი კობახიძე: ჭიქაში ქარიშხალს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესისას გამოვლენილი მცირე დარღვევები მთლიან სურათზე გავლებას ვერ იქონიებს. როგორც მან აღნიშნა, სადაც გამოვლინდება დარღვევა, იქ კონკრეტული რეაგირება იქნება.

„გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წლებს. ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ქარიშხალი ტელევიზორში. 2016-ში იგივე იყო, 2017-ში იგივე იყო, 2018-ში იგივე იყო, 2019 -ში იგივე იყო, 2020-შიც ველოდებით იგივეს. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ქარიშხალი ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ და რასაც ვერავითარი გავლენა ვერ ექნება მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე. სადაც არის კონკრეტული დარღვევა, წარმოადგინონ ყველანაირი ფაქტი და გპირდებით, ყველგან იქნება კონკრეტული რეაგირება. სადაც არის დარღვევა, აუცილებელია რეაგირება, რაზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები