თეა წულუკიანი: ჩვენს ამომრჩეველს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ

“ცოტა ხანი დარჩა უბნების დახურვამდე, ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმას, რომ ერთმანეთს მივულოცოთ სტაბილური საქართველო”, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს.

​”ჩვენს ამომრჩეველს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ყველა უბანზე ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. ცოტა ხანი დარჩა უბნების დახურვამდე, ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმას, რომ ერთმანეთს მივულოცოთ სტაბილური საქართველო, მშვიდობა და შესაძლებლობა იმისა, რაც ყველას სურს – ეს არის მშვიდობიან პირობებში ქვეყნის განვითარება და “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს”,- განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები