ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 45.77 პროცენტია, რაც 1 607 530 ამომრჩეველს შეადგენს

17:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 45.77 პროცენტია, რაც 1 607 530 ამომრჩეველს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობით კვლავ რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი გამოირჩევა- 57.3 პროცენტი. ყველაზე დაბალი – 41.9 პროცენტი დაფიქსირდა ქვემო ქართლში.

“ამ დროის, 5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607530 ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა, ისევ მე-19 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც აქტივობა იყო 57.3%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც არის 41.9%.

ამ დროის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 165 საჩივარი, მათი ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება. 11 საჩივარია დაწერილი მარკირების პროცედურებთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები