აჰმედ იმამყულიევი საარჩევნო უბანთან – 25 მეტრის დაშორებით ვარ და ვფიქრობ, მაქვს უფლება აქ ვიყო

მარნეულში 89-ე საარჩევნო უბანზე “ევროპული საქართველოს” კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი მივიდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“კვირას” ჟურნალისტის კითხვაზე მას აქვს თუ არა უფლება საარჩევნო უბანზე იმყოფებოდეს, ევროპული საქართველოს კანდიდატი აცხადებს, რომ მას მოშორებით ყოფნის უფლება აქვს.

“25 მეტრის დაშორებით ვდგავარ და ვფიქრობ, რომ მე მაქვს უფლება აქ ვიყო. ამ უბნიდან “ევროპული საქართველოს” წევრები გაიყვანეს გარეთ და ჩვენი თანამებრძოლი გოგონა დარჩა მარტო, მე ამ გოგონას დასაცავად მოვედი აქ”, – განაცხადა იმამყულიევმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მის თანამებრძოლს იარაღი იმამყულიევი პასუხობს რომ ეს ტელეფონი იყო. “დამარწმუნეთ რომ იარაღია, ჩემი აზრით ეს ტელეფონია”, – განაცხადა იმამყულიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები