ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ, რასაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.
საუბარი შეეხო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას და ამ მხრივ ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები