დაპირისპირების კადრები გლდანში, რომელიც საარჩევნო უბანზე მოხდა(ვიდეო)

გლდანში, 35-ე ბაგა ბაღის ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ნიკანორ მელიას და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები საარჩევნო უბნის კომისიისა და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პოლიციამ ნიკანორ მელიას მხარდამჭერი დააკავა, რომელსაც თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ თვითმხილველთა ინფორმაციით, გლდანში, 35-ე ბაგა ბაღის და 39-ე საჯარო სკოლის საარჩევნო უბნებში “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა), ყოფილ ფეხბურთელი ირაკლი ალადაშვილი და ვინმე ჯაბა ამომრჩევლის დაშინებას ცდილობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები