Anadolu: სოციოლოგიური გამოკითხვებით საქართველოში არჩევნებზე “ქართული ოცნება” ლიდერობს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციას ჩამოაყალიბებს

საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მმართველი “ქართული ოცნება” ლიდერობს, ამასთან გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობით, საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, სიდიდით მეორე დიდ ფრაქციას ჩამოაყალიბებს.

ამის შესახებ Anadolu წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს დატოვა და მას დაუსწრებლად სხვადასხვა დანაშაულებებისთვის პატიმრობა აქვს მისჯილი.

თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნდება და აქტიურ პოლიტიკაში მხოლოდ ორი წლით დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები