ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ

“შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს.

„დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია, მას აქვს იარაღის ტარების უფლება და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის რეგულარულად ატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო უბანზე შედის იარაღით. არ მაქვს ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის შესახებ, თუ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, მას ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. ბუნებრივია, დემონსტრირება არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები