ჯილიან სტირკი: დღეს, უფრო მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი მეტად დინამიურია

“ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიურია”, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის ახალი კანონმდებლობის განხორციელება.

„პირველ ყოვლისა, ჩემთვის სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა, დამკვირვებელი ვყოფილიყავი ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებზე. ჩვენ აქ ვიმყოფებით სექტემბრის ბოლოდან და ძალიან ყურადღებით ვადევნებდით თვალს საარჩევნო კამპანიას. აქ ვართ ხმის მიცემის დღეს და გავაგრძელებთ დაკვირვებას არჩევნების შემდგომ პერიოდზეც. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მკაფიო ანგარიშის გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვიცავთ საქართველოს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მოქმედ ყველა რეგულაციას. გვსურს, ჩვენი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ პანდემიის მართვაში და რა თქმა უნდა, გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი გუნდის ჯანმრთელობა დაცული იყოს, რათა საარჩევნო პერიოდის დასასრულს ყოვლისმომცველი ანგარიშის წარდგენა შევძლოთ. ხვალ გავაკეთებთ დასკვნით განცხადებას. პრესკონფერენციას გავმართავთ ჩვენს პარტნიორებთან ეუთო-ს, ევროსაბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. ჩვენ პრესკონფერენციაზე ერთად გავაკეთებთ წინასწარ განცხადებას და დაახლოებით რვა კვირაში გვექნება საბოლოო ანგარიში. ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ახალი კანონმდებლობის განხორციელება. დაბალი ბარიერის გამო, უფრო მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიურია“, – ჯილიან სტირკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები