კახა კალაძე: ვაფრთხილებ ყველას, ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

“ყველა ოლქში არის იმის დიდი შესაძლებლობა და ალბათობა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები, მათ შორის გლდანშიც”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული არეულობის შემოტანის შემთხვევაში ყველა, ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„კოალიციის მთავრობა იქმნება მაშინ, როცა 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა გაქვს. დღეს ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ დგას. ყველა ოლქში არის იმის დიდი შესაძლებლობა და ალბათობა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები, მათ შორის გლდანშიც. მთავარია აქტიურობა. რაც შეეხება დარღვევებს, არანაირი კარუსელი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება – დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები