ამირან გამყრელიძე: არჩევნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, წინასწარ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიდან გამომდინარე, არჩევნებზე დაინფიცირების რისკი ძალიან მცირეა.
„რაც შეეხება არჩევნებს, დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ისეა ეპიდასაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, მინიმალურია რისკი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მით უმეტეს, აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე პირბადით, ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა არ არის პრობლემა. დარწმუნებულები იყავით, მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული ხმის მიცემის პერიოდში, რათა არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები