სალომე ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
წუხელ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა.