შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია დენდროლოგიური პარკის ოფიციალურ ,,ფეისბუქგვერდზე,, ვრცელდება.

„მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან! ამ ფერადი სეზონისა და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს. ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია! არ გვინდოდა, ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და, აი, თქვენც გითხარით! აქვე გვინდა, გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. შეხვედრამდე!”, – აღნიშნულია დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები