„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს” – 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს”, – ამ ლოზუნგით ხვალ, 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა პოლიტიკოსების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გაიამრთება.

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს. სწორედ ამიტომ ხვალ, 29 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში, წერეთლის 18 ნომერში, 5 საათზე დაიწყება მსვლელობა, შემოგვიერთდით! ყველა ერთად დავდგეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რათა ერთად შევძახოთ „ქუთაისი ნაცების გარეშე”, – აღნიშნულია „ჩვენი ქუთაისისთვის” ფეისბუკ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები