თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორსა და იმ სამუშაო ჯგუფთან ითხოვს შეხვედრას, რომელიც სპეციალურად 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა.

შესაბამისი წერილი ოჯახმა პროკურატურის კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირა.

“მოვითხოვეთ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას. უშუალოდ მისგან მინდა იმ კითხვებზე პასუხის მოსმენა, რასაც დამპირდა. არაფერზე პასუხი არ მაქვს. გაჩუმებულები არიან”, – აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები