ამირან გამყრელიძე: კოვიდსასტუმროებში ექიმებმა​ თრომბოემბოლიაზე პაციენტის რისკი უნდა შეაფასონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი უნდა შეაფასონ.

მისივე თქმით, ეს ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.

„იცით, რომ კოვიდსასტუმროში ერთი ტრაგიკული შემთხვევა იყო, სადაც თრომბოემბოლიური გართულებით დაიღუპა ადამიანი. ყველა სასტუმროს ჰყავს საექიმო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს თითოეული იქ მყოფის რისკი, არსებობს ამის კითხვარი და ექიმებს ამის გამოცდილება აქვთ. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და, შესაბამისად, ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები