სან ფრანცისკოში საქართველოს მემკვიდრეობის სკოლა გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან ფრანცისკოში, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს საქართველოს მემკვიდრეობის სკოლის გახსნის საინაუგურაციო ცერემონია შედგა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისასბსაქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გენერალური საკონსულოს მიერ გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი კურსის სახელმძღვანელოები და რვეულები.
სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაი უხელმძღვანელებს.