პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში განხორციელდება

29 ოქტომბრიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები. პირველი შეხვედრა გაიმართება 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3jGxb8R

პროექტი გაგრძელდება და გადაცემებში დისტანციურად მონაწილეობას ასევე მიიღებენ: დათო ტურაშვილი, დათო მაღრაძე, ლანა ღოღობერიძე და სხვა. გადაცემებს ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები