“რა გინდა ჩემი ქვეყნისგან, რა არ მოგწონს, შენ რომ ვერ ძიძგნი და სისხლს ვერ წოვ ადამიანებს” – რას წერს “ფეისბუქმომხმარებელი” სააკაშვილზე

“ფეისბუქმომხმარებელი” ნინო კვაჭანტირაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო შეტყობინებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება, სადაც სააკაშვილი საჯარო მოხელეებს, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებისა, რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ჰპირდება.

“ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ საშველს აღარ მაძლევს ეს ნაძირალა, დღეს თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავხედე და ჩემს ტელეფონში მისი გვარი და სახელი დავინახე, ტანში დამცრა და ყველაფერი განმიახლდა- შენ გადაშენდი – უნებურად ვთქვი, რის სამსახურის შენარჩუნებას მპირდები, სამსახურიც მქონდა და ოჯახიც და არ დამაყენე, სანამ ულუკმაპუროდ არ დამტოვა შენმა დოქსოპულოებმა, მანამდე კარდაკარ მატარეს, გემომძიებლები მიგზავნეს, დიდი კრიმინალივით დაკითხვები მიწყვეს, დაუსრულებელი იყო განსაცდელი… სხვათა შორის, ზუსტად ხვალ ხდება 12 წელი, რაც შენგან დევნილობაში მყოფი, ჩემი მეუღლე არ იმსხვერპლე… კარგა ხანია სამუდამოდ შემოგხაზე და შენი სახსენებლის გაგონება აღარ მინდა, სანამ ვარ, ჩემგან ყოველთვის გექნება-არააააააა, არა და მორჩა, ნუღა მეჩხირები და მახსენებ შენ სიავეებს, რას მემესიჯები, ხელებს დაგამტვრევ კი არა, შეიძლება თვალებიც გამოგთხარო, ვინა ხარ შენ. ვნ, ეშმაკის მოციქულო კაციჭამია!!! რა გინდა ამ ჩემი ქვეყნისგან. რა არ მოგწონს რაა, შენ რომ ვერ ძიძგნი და სისხლს ვერ წოვ ადამიანებს? გეშინოდეს, შენგან სიცოცხლე წართმეული და სიცოცხლემოძულებული ადამიანების, მათი აჩრდილები იქ დაგხვდებიან და მოგიწევს პასუხის გაცემა ყველაზე დიდ სამსჯავროზე!!!” – წერს “ფეისბუქმომხმარებელი” სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები