ნათია თურნავა: სამეგრელოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი

„ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე – ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა.

ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

„ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ – ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მსურს აღვნიშო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ჩვენ არამხოლოდ დავეხმარეთ მოსახლეობას გაზის შეყვანით, არამედ გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის ოჯახებში მიღება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება. „ამ მაჩვენებელს თუ შეადარებთ ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც ასეთი მთა-გორიანი ლანდშაფტია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები