ალიევი: რუსეთის სამხედრო ბაზა ყარაბაღში სომხეთის არმიას ამარაგებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი დღეს გარე დახმარების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ დღესაც ვერ გაჩერდებოდა და  რუსეთი სომხეთს იარაღით ამარაგებს.

ამის შესახებ მან იტალიური ტელეარხისთვის  – Rai-1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის თანათავმჯდომარე ქვეყნების მხრიდან. უნდა იყვნენ ობიექტურები. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ, თუ რამდენ იარაღს აწვდის ყოველდღიურად რუსეთი სომხეთს. ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარე დახმარების გარეშე სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ დღესაც ვერ გაჩერდებოდა. პოლიტიკური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისგან მოდის, რომლებმაც ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნონ”, – თქვა ალიევმა.

მისივე თმით, აზერბაიჯანის რეგულარულ არმიაში 100 ათასი სამხედროა, საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო მობილიზებაც გამოცხადდება.

“ტყუილია ინფორმაცია, რომ ოპერაციებში თურქული თვითმფრინავებია ჩართული. ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე F-16-ის ყოფნა, აიხსნება იმით, რომ კონფლიქტამდე ერთი დღით ადრე ჩვენ ერთობლივი სწავლება გავმართეთ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არიან რუსული МиГ-29, Су-30. ხომ არ ვამბობთ, რომ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე 5-ათასიანი სამხედრო კონტინგენტია და, ჩვენი ინფორმაციით, პერიოდულად იქედან სომხური არმიის მომარაგება ხდება, და ეს არის ფაქტი, განსხვავებით იმისა, რასაც ჩვენზე საუბრობენ”, – განმარტა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები