ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს

ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას და მისი ძმის სახლებში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუას ოჯახის წევრები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები