გაბრიელ სალოსის გამზირზე მიკროავტობუსი გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა – ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე  მიკროავტობუსი გაჩერებულ 3 ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები