მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა გააცნო.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადება, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. სწრაფი კურსის გავლის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში უფროსკურსელებიდაეხმარებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პროცესიის ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც, პანდემიური სიტუაციის შესაბამისად, კოორდინაციას გაუწევს უფროსკურსელების გადამზადებასა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პროცესში ჩართვას. შესაბამისად, შეიქმნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა ბაზა, რომლებსაც გავლილი ექნებათ გადამზადების სწრაფი კურსი.