ეკატერინე ტიკარაძე: ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს, კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტად სამი რეგიონია საყურადღებო, მათ შორის, თბილისი.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს, კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.

„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში  – 919, იმერეთში – 337. მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის. წარმოგიდგენთ ჰოსპიტალიზების სტატისტიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც ცხადყოფს, რომ შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პროცენტული ანალიზი, თუ რა ნაწილის ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენი მოქალაქეების, რაც ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზების წილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა მოქალაქე იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც კონკრეტულად მას ამ დროისთვის ესაჭიროება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან ჰოსპიტალიზებული იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრიდან კოვიდკლინიკაში დადასტურებული „კოვიდით“ გადავიყვანეთ 34 ადამიანი, კლინიკიდან კარანტინში, ვინაიდან მას არ ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზება 77 ადამიანი დავაბრუნეთ კოვიდკლინიკაში. აქ კიდევ არის დამატებითი რიცხვები, სადაც, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, გვყავს გადაყვანილი მოქალაქეები და არის 65 ადამიანი,  ჯამურად, 30 პროცენტზე მეტი ადამიანი დაექვემდებარა ჰოსპიტალიზებას იმ ინფიცირებულებიდან, რომელთაც გუშინ დაუდასტურდათ კოვიდკარანტინი. საერთაშორისო სტანდარტით, ჰოსპიტალიზების პროცენტული მაჩვენებელი არის 15-დან 20-მდე, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ამ კომპონენტშიც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას და ჩვენს მოქალქეებს მიეწოდებათ ის საჭირო სამედიცინო დახმარება, რომელიც „კოვიდის“ ფარგლებში პროტოკოლით განსაზღვრულია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები