ანა დოლიძე ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად მწვანე სივრცის მოწყობას ითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად, ფოცხერაშვილის 14-ში მდებარე ყოფილი სპორტული მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით აქცია გამართა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა გაიყიდოს. ოქროს უბნის მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მომმართა, რათა ხელი შევუშალოთ აღნიშნული ადგილის გასხვისებას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს პარკი. უბნის მაცხოვრებლები დიდი ხანია მწვანე სივრცეს ითხოვენ, რათა ასფალტისა და გზის სავალი ნაწილების ნაცვლად, ბავშვებმა პარკში შეძლონ თამაში. ოქროს უბნის მოსახლეობა იმსახურებს,, რომ აქ იყოს პარკი!“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა თბილისის მერიის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, დედაქალაქში ჰაერი 10-ჯერ უფრო მეტად დაბინძურებულია. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღნიშნულ ადგილას, ასევე ქალაქის ყველა უბანში მწვანე სივრცეები მოეწყოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები